ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

პროპორციული სია

ფატი ხალვაში

ფატი ხალვაში

ბათუმი, 68-ე ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი: ლუკა ასათიანი #21 , ბათუმი

დაიბადა 1962 წლის 20 მაისს;

1979 წელს დაამთავრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხალას საშუალო სკოლა;                                                                                                                                   

1980-1986 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ელექტრომანქანების ფაკულტეტზე და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია;                                                                                

2009 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის სპეციალობით და მიენიჭა ბუღალტრის კვალიფიკაცია;

1979-1988 წლებში მუშაობდა ჩაქვის შემფუთავ ქარხანაში სპეციალისტად;

1988-1998 წლებში მუშაობდა სოფელ ჩაისუბნის სკოლაში ქიმია-ფიზიკის ლაბორანტად, მათემატიკის, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის მასწავლებელად;

2012 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი: უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებთან  მეგობრობის ჯგუფის წევრი;

 

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.