ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

პროპორციული სია

თამარ ხულორდავა

თამარ ხულორდავა

თამარ ხულორდავა

დაბადების თარიღი: 1979 წლის 12 თებერვალი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

 

განათლება:

1995 - აშშ-ს მთავრობის მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი 1996- დაამთავრა აშშ-ს ვისკონსინის შტატის ჰართფორდის უმაღლეს სკოლა

1997- 2002 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა

2003 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა

2012 - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის სტიპენდიანტი და ზამთრის აკადემიის მონაწილე თემაზე „სამართლებრივი დიალოგი სამართლებრივი გარდაქმნისთვის“, ჰერტის მმართველობის სკოლა, ბერლინი, გერმანია

2014 -Swedish Institute-ის მიერ ორგანიზებული პროგრამის „გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრირება და მენეჯმენტი“ ფარგლებში, ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში

 

სამუშაო გამოცდილება:

2015-2016 -  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე

2005-2015 - იურისტი /კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში

2007-2008 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი

2006-2010 -  პროფესიული მომზადების კურსების ტრენერი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის საპროცესო უნარ-ჩვევებში, სამართლებრივი მართლწერისა და ადვოკატის პროფესიული ეთიკის საკითხებში

2004-2005 -  კანონის უზენაესობის და სისხლის სამართლის პროგრამების იურისტი ამერიკის იურისტთა ასოციაციაში

2003-2004 -  სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის პროექტი

2002-2003 - საქართველოს უშიშროების საბჭოსთან არსებული სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის უწყებათშორისი კომისიის კოორდინატორი

 

დამატებითი კვალიფიკაცია:

2005 - 2015 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საგანმანათლებლო და პროფესიულ აქტივობაში, მათ შორის

მართლმსაჯულების სისტემის ლიდერების პროგრამა, მინესოტას შტატის უზენაესი სასამართლო (აშშ)

სამართლებრივი წერა, საბაზისო კურსი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, თბილისი

საპროცესო უნარ-ჩვევების გაძლიერებული კურსი, ტრენერთა ტრენინგი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, თბილისი

ადვოკატის პროფესიული ეთიკა, ტრენერთა ტრენინგი, USAID-ის პროექტის ფარგლებში, ბათუმი

საჯარო პოლიტიკა – შედეგზე ორიენტირებული მმართველობა და მენეჯმენტი, ევროკომისია (ბრიუსელი, ბელგია)

ეროვნული და სექტორული განვითარების სტრატეგიები, ევროკომისია, კიევი, უკრაინა

საჯარო ფინანსების მენეჯმენტი (ბრიუსელი, ბელგია)

სექტორის რეფორმა და საბიუჯეტო დახმარების პროგრამები, ევროკომისია (თბილისი)

ტრენერთა ტრენინგი საპროცესო უნარ-ჩვევებში, ამერიკის სასამართლო ადვოკატირების ეროვნული ინსტიტუტი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივა (სტამბული, თურქეთი)

სასამართლო უნარ-ჩვევების გაძლიერებული კურსი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია (თბილისი)

ჩაბარებული აქვს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართალის სპეციალიზაციით და პროკურორის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართალის სპეციალიზაციით

უცხო ენები: ინგლისური, რუსული და ფრანგული

 

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი