ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

პოლიტიკური საბჭო

დავით კოღუაშვილი

დავით კოღუაშვილი

პოლიტიკური საბჭოს წევრი

დაბადების თარიღი: 25/01/1969

დაბადების ადგილი: თბილისი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

 

განათლება

1995-1996 წწ. ჯონ მარშალის სახელობის დამოუკიდებელი სკოლა (ჩიკაგო); საგადასახადო სამართალი (მაგისტრატურა)

2012 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით "საერთაშორისო სამართალი და ურთიერთობები"

 

სამუშაო გამოცდილება

2005-2010 წწ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საგადასახადო ადმინისტრაციული რეფორმის ხელშეწყობა", დირექტორი და კოორდინატორი ქართული მხრიდან

2004-2005 წწ. USAID-ის მიერ დაფინანსებული საქართველოს ბიზნეს-კლიმატის განვითარების ხელშემწყობი პროექტი, შემოსავლების მობილიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი

1999-2004 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი . შემოსავლებისა და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იურიდიული კომიტეტის წევრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 

1998-1999 წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში და კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილე

1992-1994 წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურა, კანონპროექტების ექსპერტიზის განყოფილების პროკურორი