ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

თავმჯდომარე

დაიბადა 1956 წლის 18 თებერვალს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში;

1973 წელს დაამთავრა საჩხერის რაიონის სოფელ საირხის საშუალო სკოლა და სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე განაგრძო. სწავლის პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში დამლაგებლად და მუშად;

1980 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამავე წელს კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში უფროს ინჟინრად, მოგვიანებით კი სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელად დაინიშნა;

1982 - 1986 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია;

1988 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა კოოპერატივი "აგროპროგრესი", რომელიც მოგვიანებით სამეწარმეო კომპანიად გადაიქცა;

1990 წელს დააარსა ბანკი „როსიისკი კრედიტი";

1991 წელს გახდა ბანკ "როსიისკი კრედიტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მისი პრეზიდენტი. არის ფინანსურ-სამეწარმეო ჯგუფ „უნიკორის" დამფუძნებელი და მეპატრონე;

1996 წელს დააფუძნა "ქართუ ბანკი";

2011 წელს დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება";

2012 წელს დააფუძნა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო";

2012 - 2013 წლის 17 ნოემბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

2014 წელს დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „2030“;

2014 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“;

2018 წლიდან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე;

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.