ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მერობის კანდიდატები

გეგა შენგელია

გეგა შენგელია

ზუგდიდი

დაიბადა 1981 წლის 8 იანვარს 

 

1998 – 2003 წელს სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, სადაც დაეუფლა ფინანსების და საბანკო საქმის სპეციალობას. • 2004 წელს მუშაობდა „საქართველოს ბანკში“, ზუგდიდის ფილიალში საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე. 

 

2005 – 2008 წლებში, ასევე „საქართველოს ბანკში“ იკავებდა ზუგდიდის ფილიალის საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობას.

 

2008 – 2009 წლებში იყო „სახალხო ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველი. 

 

2009 – 2010 წლებში იკავებდა „ლიბერთი ბანკის“ სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის დირექტორის მოადგილის პოზიციას.

 

2010 – 2011 წლებში მუშაობდა „საქართველოს ბანკის“ ფოთის ფილიალის საკრედიტო ჯგუფის უფროსად.

 

2011 წლიდან 2018 წლამდე იყო „თი ბი სი“ ბანკის ზუგდიდის ნომერ პირველი სერვისცენტრის დირექტორი. 

 

2018 წლიდან იკავებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას.

 

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.