მერობის კანდიდატები

ზაურ დარგალი
მარნეული
· დაიბადა 1988 წლის 4 ივლისს
· 2005 – 2009 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაეუფლა კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და მიიღო ინგლისური ენის სპეციალისტის ბაკალავრის დიპლომი.
· 2007 – 2012 წლებში ჩართული იყო მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის განვითარებაში. ამავე პროგრამის ფარგლებში, იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კომიტეტისა და მარნეულის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი.
· 2008 – 2011 წლებში მუშაობდა მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის პროგრამების მენეჯერად.
· 2008 – 2011 წლებში აქტიურად მონაწილეობდა პროექტებში „უკეთესი კომუნიკაცია ეფექტური ინტეგრაციისთვის“ (რაც ემსახურებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის მართვას) და „მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების და თანამშრომლობის ფორუმი“ (პროექტი აერთიანებდა 12 არასამთავრობო ორგანიზაციას მარნეულში).
· 2011 – 2013 წლებში იყო მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილე. ამავე წლებში USAID - ის კოორდინატორი.
· 2013 წელს მუშაობდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელად, აქტიურად მონაწილეობდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მარნეულის საოლქო შტაბის საქმიანობაში.
· 2014 – 2017 წლებში იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში.
· 2017 წლიდან იკავებს ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას.
· ფლობს ქართულ, აზერბაიჯანულ, თურქულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.
· ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.