ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მერობის კანდიდატები

თემურ აბაზოვი

თემურ აბაზოვი

მარნეული

დაიბადა 1981 წლის 2 დეკემბერს;

2003 წელს დაამთავრა დაუსწრებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია;

2003 წელს დაამთავრა თურქეთის რესპუბლიკის უშიშროების მეცნიერებათა აკადემია ქ. ანკარაში;

2004 წელს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუ­თრებულ დავალებათა სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექტორად;

2005 წელს მუშაობდა სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმრთველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მესამე განყოფილების ინსპექტორად;

2005 წელს იყო შპს JTI-ში საქართველოს წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში;

2006 წელს იყო საქართველოს პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომელი;

2006-2007 წლებში იყო თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოში „ANADOLU“-ს წარმომადგენელი საქართველოში;

2007-2011 წლებში მუშაობდა შპს „ელიტა ბურჯში“ მარკეტინგის სამსახურის მენეჯერად;

2011-2015 წლებში მუშაობდა შპს „ელიტა ბურჯში“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი;

2012 წელს იყო შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ პროექტის ხელმძ­ღვანელის თანაშემწე და სპეციალური შტაბის უფროსი;

2013 წელს იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარე;

2015 წელს მუშაობდა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სპეციალური ღონისძიებების უზრუნველყოფის სამმართველოს განყოფილების მთავარ სპეციალისტად;

2015-2017 წლებში იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის სამმართველოს უფროსი/ პოლიციის ატაშე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში;

ფლობს აზერბაიჯანულ (მშობლიური), ქართულ, თურქულ, რუსულ და ინგლისურ ენებს;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.