ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

ნინო ლაცაბიძე

ნინო ლაცაბიძე

ისანი

დაიბადა 1985 წლის 14 ივნისს;

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქართული გიმნაზია;

2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრიატი;

2014 წელს დაამთავრა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის საბანკო საქმის მაგისტრატურა;

2014 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის მიმართულების დოქტორანტია;

2008-2017 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე: 2008-2009 - მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში (განყოფილება) კონსულტანტად, 2009- 2013 - მთავარ სპეციალისტად, 

2015-2015 - უფროსად;  2016 - მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილისა და უფროსის მოვალეობების შემსრულებლად;

2016-2017 - სამსახურის უფროსად;

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მუშაობდა საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნების“ საარჩევნო ადმინისტრაციაში;

გავლილი აქვს სხვადასხვა სწავლება და ტრენინგ კურსი საქართველოსა და უცხოეთში საარჩევნო საკითხებისა და საჯარო სამსახურის მიმართულებებით;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.