ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

ილია ჯიშკარიანი

ილია ჯიშკარიანი

ისანი

დაიბადა 1965 წლის 27 მაისს;

1982 წელს დაამთავრა 111-ე სკოლა;

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ავტომატური ელექტრო კავშირგაბმულობის ფაკულტეტი) და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბიზნესის მართვისა და ეკონომიკის ფაკულტეტი). არის ინჟინერი და ეკონომისტი;

1983-1990 წლებში მუშაობდა „საქენერგოგაწყობის“ ავტომატიკა-ტელემექანიკისა და კავშირგაბმულობის ინჟინრად;

1990-1991 წლებში ეკავა საწარმოთა გაერთიანება ,,სოლანის“ N4 ექსპერიმენტული კომბინატის დირექტორის თანამდებობა;

1991-1997 წლებში იყო სახელმწიფო კონცერნ „მსუბუქმრეწვორგტექნიკის“ თბილისის მცირე საწარმო „ოპიზარის“ დირექტორი;

1997-1999 წლებში ეკავა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონული ტერმინალის - „ლილო-1-ის” დირექტორის მოადგილის თანამდებობა;

1999-2001 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხარისხის ინსპექციის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე;

2001-2012 წლებში იყო შპს „ოპიზარის“ დირექტორი;

2012-2013 წლებში იყო „ქართული ოცნების“ ისნის რაიონის საარჩევნო შტაბის წევრი;

2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი, ფრაქცია „თბილისელების“ თავმჯდომარის მოადგილე, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების წევრი;

ფლობს რუსულ ენას;

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.