ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილი

საბურთალო

დაიბადა 1991 წლის 24 სექტემბერს ქ. თბილისში;

2008 წლამდე სწავლობდა ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში, დაამთავრა ქ. თბილისის 116-ე საჯარო სკოლა;

2003-2007 წლებში სწავლობდა თბილისის ბაირონის სკოლაში (სპეციალიზებული ინგლისური სკოლა);

2008-2012 წლებში სწავლა გააგრძელა „ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის“ თბილისის ფილიალში, სოციალურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე;

2015 – 2017 წლებში სწავლობდა - „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში“ (GIPA) საჯარო პოლიტიკის 2 წლიან სამაგისტრო კურსზე, 2017 წელს მიიღო სჯარო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი;

2008 – 2009 წლებში სტაჟირება გაიარა ქ. თბილისის საკრებულოს საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილებაში;

2011 წლის ოქტომბერი - 2012 წლის მარტი - შპს „საგა იმპექს-ის“, საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი;

2012 წელს იკავებდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას;

2012 – 2017 წლებში მუშაობდა შპს „EXPRESS - ში“, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;

2014 - 2017 წლებში იკავებდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარის პოზიციას;

2015 - 2016 წლებში იყო სტუდია „Le Khaindrao Production-ის“ ანალიტიკოსი;

2016 წელს იყო პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის სტრატეგიული კომუნიკაციების და დაგეგმარების ჯგუფის წევრი;

2017 წლის აგვისტომდე იყო ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის ანალიტიკოსი;

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.