ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

დავით უთმელიძე

დავით უთმელიძე

საბურთალო

დაიბადა 1973 წლის 7 სექტემბერს თბილისში;

1990 წელს დაამთავრა თბილისის 151-ე საშუალო სკოლა;

1995 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ისტორიკოს-პოლიტოლოგის კვალიფიკაციით. პარალელურად დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით;

2002 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით;

1993- 2000 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე (ოცმეთაური; კადრების ჯგუფის უფროსი; სპეციალური დანიშნულების განყოფილების უფროსის მოადგილე; განყოფილების უფროსი);

2000 -2005 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე; სპეცწოდება – მაიორი;

2003-2007 წლებში იყო იუსტიციის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასწავლო ცენტრის ტრენერი (ლექტორი);

2005-2007 წლებში მუშაობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში – გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთისა და აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს უფროსი;

2007-2014 წლებში იყო კერძო სექტორში და არასამთავრობო ორგანიზაციებში - საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ვიცეპრეზიდენტი; თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქციის თავმჯდომარე;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.