ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ჩუღურეთი, მე-14 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი: აღმაშენებლის 41, თბილისი
    დაიბადა 1957 წლის 18 იანვარს, ქალაქ თბილისში;
    1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი;
    1978-1990 მუშაობდა საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრში, სამინისტროს ცენტრალური აპარატში ინჟინრად, უფროს ეკონომისტად; საქართველოს რაიონულ, საქალაქო და ცენტრალურ პარტიულ ორგანიზაციებში ინსტრუქტორად;
    1990-1991 წლებში მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის ჩამოყალიბებაში და იქვე მუშაობდა საორგანიზაციო განყოფილების უფროსად; 
    1991-2004   წლებში მუშაობდა საქართველოს წარმომადგენლის მოადგილედ რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგის მოადგილედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერო-ს სამმართველოს უფროსად, გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწედ საგანგებო საკითხებში; 
    2004-2007 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
    2007-2011 წლებში იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში გაერო-ს განვითარების ფონდის პროექტების მონაწილე;
    2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე; საპარლამენტო დელეგაციის წევრი ევროკავშირის, ეუთო-ს, აღმოსავლეთის პარტნიორობის, ნატო-ს საპარლამენტო ფორუმებზე. 
    მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის უმაღლესი დიპლომატიური რანგი;
    ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.