ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

შოთა ხაბარელი

შოთა ხაბარელი

სამგორი, მე-13 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი: ლილოს დასახლება - სტურუას ქუჩა, თბილისი

დაიბადა  1956 წელს ქარელის რაიონის სოფელ ძველისჯვარში;

1973 წელს დაამთავრა სოფელ ბრეთის საშუალო სკოლა;

1977-1982 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში;

1982-1987 წელს სწავლობდა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე;

არის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1981 წელი),  მოსკოვის ოცდამეორე ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980 წელი), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983 წელი), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1979, 1982 წლები) და ორგზის მესამე პრიზიორი (1981, 1983 წლები),  სსრკ ხალხთა მერვე სპარტაკიადის ჩემპიონი (1983 წელი), 1982 და 1985 წლებში სსრკ ორგზის ჩემპიონი;

სხვადასხვა წლებში მინიჭებული აქვს საქართველოსა და ევროპის საუკეთესო მწვრთნელის წოდება;

1987-1991 წლებში იყო ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მთავარი მწვრთნელი;

1991-1994 წლებში იყო უნივერსიტეტ „ლეგია და კომპანიას“ პრორექტორი;

1997-2009 წლებში საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციაში კვლავ მთავარი მწვრთნელის ადგილს იკავებდა;

მინიჭებული აქვს „ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის“ ორდენი, არის „ღირსების ორდენის“ ოთხგზის კავალერი;

2012 წლიდან დღემდე საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრია. აქტიურად არის ჩართული სპორტის განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხილვასა და ინიცირებაში;

 

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.