ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

მარიამ ჯაში

მარიამ ჯაში

სამგორი, მე-12 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი: მოსკოვის გამზირი #41, თბილისი

დაიბადა 1976 წელს ქალაქ თბილისში;

1993-1998 წლებში სწავლობდა უმაღლეს სამედიცინო სკოლა „აიეტში“და მიღებული აქვს ზოგადი პრაქტიკის ექიმის კვალიფიკაცია;

2003-2005 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოპოვებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი;

2010 წელს ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პროგრამის  - ედუარდ მეისონის კურსზე; 2011  წელს მოიპოვა ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირების საკითხებში;

დამატებით გავლილი აქვს 20-ზე მეტი სასწავლო პროგრამა სტრატეგიული დაგეგმარების, მდგრადი განვითარებისა და ჯანდაცვის მართვის საკითხებში, მათ შორის შვედეთში, უნგრეთში, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებული შტატებში;

1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტსა და მსოფლიო ბანკის I პროექტის წარმომადგენლობაში;

1999-2000 წლებში მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების დაგეგმარების ხელმძღვანელად;

2000 წლიდან 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა UNICEF-ის ჯანდაცვის სექტორს საქართველოში. პარალელურად ასრულებდა საქართველოში გაერო-ს შიდსის პროგრამის (UNAIDS) კოორდინატორის მოვალეობას;

2003[MJ2]  წელს საგანგებო მისიით იმყოფებოდა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს ოფისში, სადაც დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში იმუნიზაციის პროგრამას ხელმძღვანელობდა;

2007-2010 წლებში მუშაობდა გაერო-ს ბავშვთა ფონდის ნიუ-იორკის (UNICEF) სათავო ოფისში, სადაც შიდსის სფეროში მოღვაწე 23 სააგენტოს საკოორდინაციო საბჭოს უწევდა კოორდინირებას;

2011 წლიდან მუშაობდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების (UNDP, UNFPA, UNICEF, მსოფლიო ბანკი, გლობალური ფონდი, იმუნიზაციის გლობალური ალიანსი) დამოუკიდებელ ექსპერტად;

2012-2014 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. უშუალოდ ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებას და უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვისა და C-ჰეპატიტის პროგრამის ამოქმედებაში;

2014 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“, არის ეროვნული სოლიდარობის ფონდის პროექტის ავტორი;

მიღებული აქვს საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არაერთი მადლობის წერილი და მედალი საქართველოში ბავშვთა იმუნიზაციის, აივ/შიდსისა და მალარიის პროგრამების წარმატებით განხორციელებისათვის;

ჰყავს ორი შვილი - 19 წლის დეა და 16 წლის ირაკლი გოდერძიშვილები;

მეუღლე, დავით გოდერძიშვილი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა მარიამის აკადემიურ განათლებასა და კარიერულ წარმატებაში, 2004 წელს გარდაიცვალა.