ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

გიორგი მოსიძე

გიორგი მოსიძე

ვარკეთილი

საარჩევნო შტაბი

მისამართი:ვარკეთილის მე3 კვ. სესილია თაყაიშვილის ქ. #341 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, თბილისი

დაიბადა 1972 წლის 5 მაისს ქ. თბილისში;

1989 წელს დაამთავრა თბილისის 183-ე საშუალო სკოლა;

1989-1995 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე;

1994-1995 წლებში იყო თსსუ-ს სტუდენტთა კავშირის გენერალური მდივანი, პარალელურად მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე გადაცემების: „+ და -“ და „ტელე-კატალოგის“ წამყვანად;

1995-1996 წლებში მუშაობდა ინფექციური პათოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის ჰეპატოლოგიის განყოფილებაში ექიმ-ინტერნად. იმავე წლებში იყო საქართველოს მედიკოს-სტუდენტთა ასოციაციის (GeoMSA) პრეზიდენტი;

1998-1999 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს გამგეობის წევრი;

1997-2000 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის რეფერენტი. იმავე წლებში თავმჯდომარეობდა კავშირს - „ახალგაზრდა ქართველები ევროპისათვის“;

2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პირველ მდივნად;

2002-2004 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე;

2004 წელს გაიარა პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (სტრასბურგი) სრული კურსი პოლიტოლოგიასა და პოლიტეკონომიაში;

2004-2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე. იმავე პერიოდში იყო ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების კონგრესის საქართველოს დელეგაციის წევრი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი;

2007 წლიდან დღემდე შპს „პროდიუსერული ცენტრი GameTV“-ის დირექტორი და პროექტის „რა? სად? როდის“ ავტორი და წამყვანია;

2011 წელს გაიარა ნიუ-იორკის კინოაკადემიის კურსი დრამატული სერიალების პროდიუსირების მიმართულებით;

1991 წლიდან დღემდე საქართველოს კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი, 2001 წლიდან კი „რა? სად? როდის?“ კლუბების საერთაშორისო ასოციაციის გამგეობის წევრია;

2011 წლიდან დღემდე არის დავოსის ეკონომიკური ფორუმის The Global Shapers Community-ს საქართველოს ჰაბის დამფუძნებელი;

თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.