ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

ლევან გოგიჩაიშვილი

ლევან გოგიჩაიშვილი

საბურთალო, მე-6 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი: ქეთევან წამებულის #47, თბილისი

დაიბადა 1981 წელს ქალაქ თბილისში;

დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;

1998-2005 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. არის იურისპრუდენციის მაგისტრი;

2001 წელს სტუდენტური გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში (MMU), სადაც ეკონომიკის საფუძვლები შეისწავლა;

2004-2006 წლები იყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე;

2006-2009 წლებში იყო „თანასწორობის ინსტიტუტის“ გამგეობის წევრი;

2004 წლიდან იყო მოქმედი ხელისუფლების აქტიური ოპონენტი და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი;

2009 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური ნიშნით. სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა;

2013 წლიდან არის „კავკასიის სამართლის სკოლის“ დოქტორანტი;

2013-2014   წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" გამგეობის თავჯდომარე. აღნიშნულმა ორგანიზაციამ, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, გამართა სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი მიმართულებების 589 კონსულტაცია, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე  ჩაატარა 13 სოციოლოგიური კვლევა, 29 სემინარი, 30-მდე დისკუსია და საქართველოს პარლამენტს 14 საკანონმდებლო ინიციატივა შესთავაზა; სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 130 სერტიფიკატი გასცა;

წლების განმავლობაში იყო ანტინარკოტიკული კამპანიის აქტიური ორგანიზატორი;

2014-2015 წლებში იყო სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრი;

2014 წელს იყო პროექტ „სასამართლოს მონიტორინგის“ კოორდინატორი; იმავე წელს გერმანიის ქალაქ გურმერბახში  „ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა“ გაიარა;

2015-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტთან არსებული „წამებისა და არაადამინური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი კომისიის“ წევრი;

2016 წელს კოორდინაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" პროექტის - „საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის“ განხორციელებას;


თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.