ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

გიორგი ბირბიჩაძე

გიორგი ბირბიჩაძე

ვაკე

დაიბადა 1985 წლის 17 აპრილს;

2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მედიცინის დიპლომირებული სპეციალისტის (ექიმის) კვალიფიკაციით;

2009- 2012 წლებში გაიარა იმავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის  კურსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი;

2007 წელს ტრაბზონის შავი ზღვის უნივერსიტეტში (თურქეთი) გაიარა ტრენინგკურსი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;

2004-2006 წლებში მუშაობდა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოში მიმღები ქირურგის ასისტენტ-პრაქტიკანტად;

2005-2006 წლებში ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში იყო ზოგადი ქირურგის ასისტენტ- პრაქტიკანტი;

2007-2008 წლებში მუშაობდა სარეკლამო კომპანია „უნისერვის“ მენეჯერად;

2008-2010 წლებში ეკავა სამშენებლო კომპანია „გრაალის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობა;

2011-2015 წლებში მუშაობდა სამშენებლო კომპანია „ლობის“ ფინანსურ მენეჯერად;

2015-2016 წლებში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობაში გამგებლის წარმომადგენელი - ნუცუბიძის მიკრო რაიონების საუბნო განყოფილების უფროსი;

2016 წლიდან ბოლო დრომდე ეკავა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობა;

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.