ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

ნინო გოგუაძე

ნინო გოგუაძე

საბურთალო, მე-5 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი: ყაზბეგის #14ა, თბილისი

დაიბადა 1980 წლის 24 ივნისს.

1997-2002 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

2006 წელს გაიარა ბერნის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კურსი;

2014-2015 წლებში სწავლობდა ემორის უნივერისტეტის სამართლის სკოლაში (აშშ) და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამავე უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გამოაქვეყნა არერთი ნაშრომი სამართალში.

2004-2005 წლებში მუშაობდა იურისტად საქართველოს პარლამენტში.

2005-2007 წლებში იყო „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ადვოკატი.

2007-1014 წლებში მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრად, იმავდროულად იყო გენდერული თანასწორობის კომისიის თავმჯდომარე.      

2003 წელს ჩააბარა საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდები, 2006 წელს კი - ადვოკატთა სასერტიფიკაციო გამოცდები.

2010 წელს ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) საპარლამენტო სწავლებათა ცენტრში გაიარა საარჩევნო სისტემებისა და საარჩევნო პროცესების სასწავლო კურსი. იმავე წელს იყო ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლის მონაწილე (სტრასბურგი, საფრანგეთი) და საარჩევნო მოხელეთა პროგრამა - BRIDGE-ის ბუდაპეშტში (უნგრეთი) კურსდამთავრებული.

2012 წელს იყო კარტერის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის წევრი ეგვიპტეში (ქ. კაირო). იმავდროულად, სხვადასხვა დროს იყო საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციების წევრი უნგრეთში, ისრაელში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.

2012 წლიდან დღემდე „კონსერვატიული პარტიის“ საერთაშორისო მდივანია; არის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსის საბჭოს წევრი.

2015 წელს სიცილიაში (იტალია) მონაწილეობდა სოციალურ პროექტში Maja - აფრიკელი დევნილებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად;

 

2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე.