ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საბურთალო, მე-4 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი:პეტრიძის #13, თბილისი გაგარინის #13ა, თბილისი

დაიბადა 1978 წლის 24 ნოემბერს, თბილისში.

1995-2000 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე,  რომელიც  დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია;

1996-2000 წლებში იყო სახელობითი სტიპენდიანტი;

1999-2006 წლებში კითხულობდა ლექციებს დ. გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში;

2001 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლად;

2005 წლიდან არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“  წევრი და ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2007 წლიდან 2014 წლამდე იყო სპს „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი, ადვოკატი;

2009 წლიდან 2014 წლამდე იყო (ა)აიპ „სამართლის მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი;

2014 წელს დაამთავრა სტუ ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტურა;

2014 წლიდან  არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარე;

2014 წლის მარტიდან იმავე წლის დეკემბრამდე იყო იურიდიული კომპანია „ლიგალ კონსალტინგ გრუპის“ ადვოკატი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი;

2014 წლის ნოემბრიდან „საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის“ პრეზიდენტია;

2014 წლის დეკემბრიდან (ა)აიპ „საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის“ გამგეობის წევრია;

2015 წლის თებერვლიდან საადვოკატო კომპანია „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატების“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია;

2015 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მის სახელს უკავშირდება უპრეცედენტო პროექტი სამართლის ისტორიაში - „საადვოკატო გამოძიების სამსახური“, რომელიც მის სადოქტორო ნაშრომშიც აისახა;

ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს;

 

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.