ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნია

ნაძალადევი, მე-19 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი:გურამიშვილის #41ა, თბილისი

დაიბადა 1984 წლის 23 აპრილს;

დაამთავრა თბილისის 36-ე საშუალო სკოლა;

2003-2007 წლებში  სწავლობდა თბილისის სასწავლო უნივერსიტეში. პროფესიით იურისტია;

2004-2008 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში;

2004-2005 წლებში მუშაობდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად;

2005-2007 წლებში იყო საპატრიარქოს რადიო „ივერიას“ გადაცემის წამყვანი; 

2006-2007 წლებში გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული აზრის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე;

2007-2008 წლებში იყო გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი;

2010 წელს დაინიშნა თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ;

2013-2014 წლებში იყო საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე;

2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო ნაძალადევის რაიონის გამგებელი; მისი ინიციატივით რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა;

აქვს თბილისის თვითმმართვლობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით  ორგანოებში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება;

არის ათობით საგაზეთო და ინტერნეტპუბლიკაციისა და წიგნის - „პუბლიცისტური მოდუს ვივენდი“ ავტორი;

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.