ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

ნაძალადევი, მე-18 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი:ქსნის ქ. #4, თბილისი

დაიბადა 1971 წლის 22 ივლისს ქ. ბოლნისში;

1989 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო;

2006 წელს მოიპოვა შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია;

2007 წლიდან დღემდე არის ორგანიზაცია „ჩვენი ფეხბურთის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე;

2009 წლიდან დღემდე არის საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი;

არის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საფეხბურთო ექსპერტი და არაერთი პუბლიკაციის ავტორი;

2014 წელს შეიმუშავა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია „ტალანტების ფაბრიკა“;

2016 წელს მოიპოცა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია;

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.