ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

სოფო კილაძე

სოფო კილაძე

ნაძალადევი, მე-17 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი:ცოტნე დაიდანის #134 , თბილისი

დაიბადა ქალაქ ქუთაისში, 1984 წლის 16 იანვარს;

2001 წელს დაამთავრა ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 გიმნაზია;

2003 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც დაამთავრა ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2008-2011 წლებში მუშაობდა ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის საერთაშორისო საჯარო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიის პროექტზე; ამ პერიოდში ერთი წელი იმუშავა იმავე ქალაქის საადვოკატო ბიუროში Bau, Becky & Collegen;

2011 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა;

2011-2013 წლებში კითხულობდა ლექციებს სამაგისტრო პროგრამაზე LLM zu Köln;

2012-2014 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს  უფროსი; პარალელურად კითხულობდა ლექციებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში;

2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო შსს აკადემიის პრორექტორი.

არის არაერთი საკანონმდებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი;

2015 წლიდან „საზოგადოება 2030“-ის წევრი და ანალიტიკოსია;

თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს;

 

ჰყავს მეუღლე და  ერთი შვილი.