ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია

კრწანისი, მე-7 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი:გულიას 4/2, თბილისი

დაიბადა 1974 წელს, ქალაქ თბილისში;

1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი;

2002 წელს დამთავრა თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით;

2003 წელი - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი - ბუდაპეშტის სამართლის საერთაშორისო აკადემია - „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“;

2005 წელი - აშშ-ის კომერციის დეპარტამენტი -  „ნედლი ნავთობის გადამუშავების სრული კურსი“;

მუშაობდა TBC TV-ში პროექტის მენეჯერად;

2004 წელი - ნავთობის ეროვნული კომპანია „საქნავთობის“ დირექტორი; 

ბოლო 12 წლის განმავლობაში ნავთობის ეროვნულ კომპანია „საქნავთობში“ სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა;

მუშაობდა საქართველოს გადამხდელთა კავშირში (ბიზნესმენთა ფედერაცია) ჯერ აღმასრულებელ დირექტორად, შემდეგ თავმჯდომარის მოადგილედ;

1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატების უფროსი; 

2005-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, შპს „იორის ველის ნავთობი და გაზის“ გენერალურ დირექტორად;

2010 წლიდან დღემდე მუშაობს კომპანია Jindal Petroleum Operating Company LLC-ის  გენერალურ დირექტორად. მისი დირექტორობის პერიოდს უკავშირდება უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებული უმსხვილესი 160-მილიონიანი ინვესტიცია; 

2013 წლიდან დღემდე არის ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში და ის ამ რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას 2021 წლამდე;

არის რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საზოგადოება „თბილისელის“ მზრუნველთა საბჭოს ხელმძღვანელი;  

თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე, მარიამ გამცემლიძე და სამი შვილი - ლაშა-გიორგი, ჯაბა და მანანა ოდიშარიები.