ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

ბექა ნაცვლიშვილი

ბექა ნაცვლიშვილი

ისანი, მე-10 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი:ბერი გაბრიელ სალოსის #149, თბილისი

 

დაიბადა 1977 წლის 19 ოქტომბერს ქ. თბილისში;

 

1994-1998  წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო 

უნივერსიტეტში და მიენიჭა ბაკალავრის აკადემური ხარისხი;

 

1998-1999 წლებში სწავლობდა ოტო ფონ გურიკეს სახელობის მაგდებურგის   

უნივერსტეტში, პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის მიმართულებით; 

 

2000-2006 წლებში სწავლობდა მიუნსტერის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების, სოციოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის სპეციალობაზე და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის აკადემიური ხარისხები;

 

2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს ტურიზმის ასოციაციაში აღმასრულებელ მენეჯერად;

 

2008-2009 წლებში იყო ტურიზმის სკოლა „ნიუკაზის" სოციოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ლექტორი;

 

2009-2010 წლებში იყო „საქართველოს ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი;

 

2009-2011 წლებში მუშაობდა „საქართველოს უნივერსიტეტში“ პოლიტიკური 

მეცნიერების ლექტორად;

 

2009-2014 წლებში იყო საზოგადოების კვლევის ცენტრის მკვლევარი;

 

2010  წელს  იყო ბრიუსელში „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ ეგიდით მკვლევრის პოზიციაზე;

 

2012-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პოლიტიკის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის მრჩევლად;

 

2013 წლიდან დღემდე არის ევროკომისიის (ტემპუსი) სამაგისტრო პროგრამის - „ევროპასთან ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების“ ხელმძღვანელი, პოლიტიკური ეკონომიკისა და პოლიტიკური სოციოლოგიის ლექტორი;

 

2013 წლიდან დღემდე არის „კავკასიის უნივერსიტეტის“ პოლიტიკური მეცნიერების 

ლექტორი;

 

არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების აქტიური მონაწილე;

 

2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი;

 

 ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს;

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.