ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

ირაკლი აბუსერიძე

ირაკლი აბუსერიძე

ისანი, მე-8 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი:ვაზისუბნის 1 მ/რ 12 , თბილისი

დაიბადა 1977 წლის 25 ნოემბერს ქალაქ თბილისში;

სწავლობდა ქ. თბილისის მე-5 საშუალო სკოლაში;

1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით;

აქვს წარმატებული სპორტული კარიერა:

 

1995-1996 წლებში იყო საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე

2000, 2002 და 2004 წლებში იყო საქართველოს შვიდკაცა რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშე

2001, 2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013 წლებში იყო ევროპის ერთა თასის მფლობელი;

2002-2004 წლებში თამაშობდა სარაგბო კლუბ „ორიაკში (საფრანგეთი)

2003, 2007 და 2011 წლებში იყო „მსოფლიო თასის“ თამაშების მონაწილე

2005 წელს მონაწილეობდა შვიდკაცა რაგბის მსოფლიო თასზე, იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი

2004-2009 წლებში თამაშობდა სარაგბო კლუბ „ორლიანში“ (საფრანგეთი)

2000-2013 წლებში იყო საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშე

2007-2013 წლებში იყო საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გუნდის კაპიტანი.

2009-2013 წლებში თამაშობდა სარაგბო კლუბ „ოსერიში“ (საფრანგეთი)

2012-2013 წლებში იყო სარაგბო კლუბ „არმაზის“ მოთამაშე

2013-2015 წლებში იყო საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი

 

2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი;

 

თბილისის საკრებულოში მუშაობისას იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების,  ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიების წევრი;

 

ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს;

 

 

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.