ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

ზაზა ხუციშვილი

ზაზა ხუციშვილი

ვაკე, მე-3 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი:ვაჟა-ფშაველას #83 , თბილისი

დაიბადა 1965 წლის 12 მაისს ქ. თბილისში;

1982 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 55-ე საშუალო სკოლა;

1983-1988 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პროფესიით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსია;

1988-1990 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში სპეციალობით;

1996 წლიდან ხელმძღვანელობს მუსიკალურ ჯგუფს „ვაკის პარკი“;

2001-2003 წლებში იყო სტუდია „მაესტროს“ საახალწლო პროექტების სამხატვრო ხელმძღვანელი და ქართული ტექსტების ავტორი;

2008-2010 იყო გადაცემა „მონკავშირის“ წამყვანი რადიო „უცნობში“;

2011-2012 წლებში იყო პოლიტიკური თოქ-შოუს „პოლიტ როკ-ენ-როლის“ წამყვანი რადიო „მაესტროში“  შემდეგ კი ტელეკომპანია „მაესტროში“ სახელწოდებით - „პირდაპირი საუბარი“;

2013 წელს იყო ტელეკომპანია „მაესტროს“ მუსიკალური პროექტის „მაგთიფანის“ სკოლის დირექტორი;

2016 წლიდან დღემდე გადაცემა „პიკის საათის“ წამყვანია „საზოგადოებრივ რადიოში“;

მონაწილეობს დოკუმენტურ ფილმში „ექვთიმე“;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

 

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.