ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

გიორგი მუსხელიშვილი

გიორგი მუსხელიშვილი

ვაკე

დაიბადა 1971 წლის 18 მარტს ქ. თბილისში;

1976 წლიდან სწავლობდა ქ. თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში;

1987-1992 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე;

1992-2003 წლებში იყო შპს „გგგ 92-ის“ დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი;

2003-2009 წლებში იყო შპს „GM Motors-ის“​ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;

2009-2012 წლებში იყო შპს „AG Energy-ის“​ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;

2012-2013 წლებში იყო ქ. თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისის“ თავმჯდომარე;

2013-2014 წლებში ეკავა ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა;

2014-2015 წლებში იყო ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე;

2015 წლის აპრილიდან ბოლო პერიოდამდე იყო ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „თბილისელების“ თავმჯდომარე;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.