ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

ბიძინა გეგიძე

ბიძინა გეგიძე

ვაკე, მე-2 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი: ჭავჭავაძის #58, თბილისი

დაიბადა 1958 წლის 3 მარტს;

1974 წელს დაამთავრა თბილისის მე-5 საშუალო სკოლა;

1975-1980 წელს სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროფესიით ინჟინერ-მშენებელია;

არის სპორტის ოსტატი. 1978-1981 წლებში იყო წარმატებული რაგბისტი, საქართველოს თასის მფლობელი;  

1980-1990 წლებში იყო საპროექტო ინსტიტუტის კონსტრუქტორი; 

1990-1992 წლებში იყო ფირმა „ათინათის“ მენეჯერი;

1991-1992 წლებში მუშაობდა  საგარეო საქმეთა სამინისტროს კომერციულ სამმართველოში პროექტის მენეჯერად;

1993-1995 წლებში იყო  შპს. გუმარის“ გენერალური დირექტორი;

1995-2004 იკავებდა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას;

1996-2004 წლებში იყო საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ის დამფუძნებელი;

2002-2006 წლებში იყო  თბილისის საკრებულოს წევრი,

2005-2006 წლებში თბილისის საკრებულოს  ფრაქციის თავმჯდომარე; 

1995-2007 წლებში იყო კინოსტუდია „აისის“ დამფუძნებელი; 

არის მხატვრული ფილმის - „წარსულის აჩრდილების“ პროდიუსერი;

2014-2016 წლებში იკავებდა „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას; 

არის პარტია „ახალი მემარჯვენეების“, საზოგადოებრივი მოძრაობების - „დაიცავი  საქართველოსა“ და „სახალხო პატრულის“ დამფუძნებელი;

მონაწილეობდა აფხაზეთის ომში.