ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

ილია წულაია

ილია წულაია

დიდუბე, მე-16 ოლქი

საარჩევნო შტაბი

მისამართი:დიღმის მასივი მე6 კვ. 5ა კორპუსი, თბილისი

დაიბადა 1982 წლის 11 ივნისს ქ. სამტრედიაში;

1999 წელს დაამთავრა სამტრედიის №12 საჯარო სკოლა;

1999-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის სამოქალაქო სამართლის მაგისტრი;

2004 წელს წარმატებით გაიარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო;

2004-2005 წლებში ადვოკატად მუშაობდა იურიდიული კომპანიაში - „გაბისონია, დიტრიხი&პარტნიორები“;

2005-2006 წლებში იყო იურიდიული კომპანია „დიგესტას“ მმართველი პარტნიორი;

2006 წლიდან დღემდე არის დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“  დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;

2014 წლიდან დღემდე არის კომპანია „იტონგ კავკასუსის“ დამფუძნებელი დირექტორი;

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს;

 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.