ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

ზაზა პაპუაშვილი

ზაზა პაპუაშვილი

დიდუბე, მე-15

საარჩევნო შტაბი

მისამართი:აღმაშენებლის #123, თბილისი

დაიბადა 1964 წლის 20 ოქტომბერს;

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, არის დრამატული თეატრისა და კინოს მსახიობი;

1981-1982 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის მემონტირედ, 1982 წელს კი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გამნათებელი  იყო;

1982-1983 წლებში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენის მემონტაჟე;

1986 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი;

2012 წელს აირჩიეს  თბილისის მთაწმინდის რაიონის მაჟორიოტარ დეპუტატად საქართველოს პარლამენტში საარჩევნო ბლოკიდან „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“;

არის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების წევრი. 2015 წელს იყო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრი;

2012 წლიდან დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამ-ის) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობის წევრია, 2013 წლიდან კი - ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ეკვადორის, ესპანეთის სამეფოს, იტალიის რესპუბლიკის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების წევრი;

არის სახელმწიფო და ლადო მესხიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, „ოქროს ნიღბის“ მფლობელი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის;

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.