ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

ლევან კობერიძე

ლევან კობერიძე

გლდანი და მუხიანი

საარჩევნო შტაბი

მისამართი: მუხიანის მე4ა მ/რ მე-8 კორპუსი, თბილისი

დაიბადა 1972 წლის 28 მაისს;

სწავლობდა ვ. კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში;

1989-1996 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პროფესიით მეან-გინეკოლოგია;

2006-2007 წლებში სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში სწავლობდა ბიზნეს-ადმინისტრირებასა და სტრატეგიულ მარკეტინგს;

1999-2003 წლებში მსოფლიოს წამყვან პიარსააგენტოებსა და უნივერსიტეტებში გაიარა მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალური პროგრამები;

1996-1998 წლებში იყო სარეკლამო სააგენტო „აუდიენციის“კომერციული დირექტორი და სარეკლამო დეპარტამენტის უფროსი;

1998-2000 წლებში მუშაობდა მარკეტინგის მენეჯერად სადისტრიბუციო კომპანიაში „ალიანს კავკასია“, რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო  ალკოჰოლური ბრენდების („ჰეინეკენი“, „მარტინი-ბაკარდი“ და სხვა) ექსკლუზიურ იმპორტიორსა და დისტრიბუტორს ამიერკავკასიაში;

2000-2007  წლებში იყო ბრენდმენეჯერი და გაყიდვების დირექტორი ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში - „GWS/პენო რიკარის ჯგუფი“;

2005-2008 წლებში იყო საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარე;

2005 წლიდან დღემდე ბრენდინგისა და სტრატეგიული მარკეტინგის კომპანია branding.ge-ს მმართველი პარტნიორია;

არის ინტელექტუალური სატელევიზიო გადაცემის „რა? სად? როდის?“ ქართული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

 

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.