ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარები

კობა კობალაძე

კობა კობალაძე

გლდანი, მე-20 ოლქი

საარჩევნო შტაბი

დაიბადა 1969 წლის 7 ივლისს ქალაქ თბილისში;

1986 წელს საამთავრა  ქ. თბილისის მე-12 საშუალო სკოლა;

1986-1987 წლებში მუშაობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში;

1987-1989 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური შორეულ აღმოსავლეთში;

1990-იანი წლებიდან ჩაერთო საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა-ჩამოყალიბების პროცესში;

1991-1994 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში;

1996 წელს დაამთავრა ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო  სადესანტო სასწავლებელი;

1999 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია შენაერთების სამხედრო ადმინისტრაციული მართვისა და ოპერატიული ხელოვნების სპეციალობით. ამავე წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაინიშნა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების უფროსად;

2000 წელს დაინიშნა საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლად;

2001 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად;

2001 წელს სწავლობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიაში;

2002-2003 წლებში ქ. გარმიმში (გერმანია), ჯ. მარშალის სახელმწიფო სტრატეგიის ცენტრში, გაიარა გლობალიზაცის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხების შესახებ ორი სასწავლო კურსი, ქ. სანრემოში (იტალია) კი - ომისა და კონფლიქტოლოგიის საერთაშორისო სამართლის კურსი;

2004 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავიდა თადარიგში და ჩაირიცხა რეზერვში;

2008 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს გენერალთა კლუბი“;

2009 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური ნიშნით, დანაშაულის დაუმტკიცებლობის გამო, 2010 წელს, გაათავისუფლეს;

2012 წლიდან აქტიურად ჩაერთო საარჩევნო მარათონში;

2014 წელს აირჩიეს კოალიცია „ქართული ონების“ მაჟორიტარ დეპუტატად თბილისის საკრებულოში;

2016 წელს დაინიშნა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად, სადაც ბოლო პერიოდამდე მუშაობდა;

არის სპორტის ოსტატი კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში, საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი;

მიღებული აქვს ჯილდოები მხედრული მამაცობისათვის და საბრძოლო დამსახურებისათვის, მათ შორის, „მედალი სამხედრო მამაცობისთვის“, „ვახტანგ გორგასლის“ I, II და III ხარისხის ორდენები; სამშობოს თავდადების I ხარისხის ოქროს სამკერდე ნიშანი; აქვს საბრძოლო ჭრილობები.

არის სამხედრო და სახელმწიფო უსაფრთხოების თემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დოქტორანტი;

 

ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.