ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

გიორგი დოხტურიშვილი

გიორგი დოხტურიშვილი

სამგორი

დაიბადა 1988 წლის 9 მარტს;

2005 წელს დაამთავრა 178-ე სკოლა;

2009 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის აგროტექნოლოგიის ფაკულტეტი აგრონომიის სპეციალობით;

2010-2014 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის (2010-2013 წწ.), შემდეგ კი ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის (2013-2014 წწ.) წამყვან სპეციალისტად;

2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობაში მუშაობდა მესამე მასივის საუბნო განყოფილების უფროსის - გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე;

გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი და ტრენინგი მართვისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.