ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

გიორგი ტყემალაძე

გიორგი ტყემალაძე

სამგორი

დაიბადა 1975 წლის 28 აგვისტოს;

1992 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 53-ე საშუალო სკოლა;

1997 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით;

1999 წელს ეკონომისტის სპეციალობით დაამთავრა საქართველოს აგრარული აკადემიის აგროსამრეწველო ეკონომიკის მიმართულება;

1998-2000 წლებში იყო საქართველო-ამერიკის ერთობლივი საწარმოს „ჩალას-ვაინსის“ მენეჯერი;

2000-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მინისტრის თანაშემწედ;

2002-2004 წლებში საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში ეკავა ჯერ დირექტორის პირველი მოადგილის (2002-2003 წწ.), შემდეგ კი დირექტორის თანამდებობები;

2004-2006 წლებში საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციაში იყო ბიზნეს კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერი;

2006-2008 წლებში ეკავა შპს „ვეტპრეპარატის“ დირექტორის თანამდებობა;

2007-2010 წლებში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი, საზღვარგარეთის ქვეყნების თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის დროებითი კომისიის თავმჯდომარე (2008-2010 წწ.);

2010-2014 წლებში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი: ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარე (2010-2012 წწ.),
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (2012-2014 წწ.);

2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

2010 წლიდან არის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის კონგრესის წევრი;

2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.