ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

სამგორი

დაიბადა 1978 წლის 14 ნოემბერს ქ. თბილისში;

1998 წელს დაამთავრა უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“;

2002 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი;

2004-2005 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბანკო საქმისა და ფინანსების მიმართულებით მაგისტრატურაზე;

2007-2008 წლებში სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მენეჯმენტზე (GIPA);

2008-2009 წლებში გაიარა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პოლიტიკური სკოლა (GFSIS); 2006-2008 წლებში მუშაობდა შპს „ბადაგის“ აღმასრულებელ დირექტორად;

2010-2011 წლებში ეკავა ქალაქ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი ქალაქის“ აპარატის უფროსის თანამდებობა;

2012-2015 წლებში იყო „აი ემ ჯი დეველოპმენტის“ ხელმძღვანელი;

2016-1017 წლებში ხელმძღვანელობდა კომპანია „კრწანისი ვილა რეზიდენსს“;

2017 წლიდან არის „ფლექსი კონსტრაქშენის“ ხელმძღვანელია;

2001 არის წლიდან აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული: იყო პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი (2001 წ.), იმავე პარტიის რეგიონული სამსახურის მთავარი სპეციალისტი (2001-2003 წწ.) და სამსახურის კოორდინატორი (2003-2005 წწ.), ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი (2005-2007 წწ.);

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე „ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატის დავით გამყრელიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი (2007-2008 წწ.), საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის დავით გამყრელიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი (2008 წ.);

2007-2009 „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

2010   ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იყო ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის დავით საგანელიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი;

2009-2012 იყო პარტია „ახალი მემარჯვენეების“ აღმასრულებელი მდივანი;

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო„ქართული ოცნებიდან“ ქ. თბილისის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი მოსიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი;

საქართველოსა და უცხოეთის არაერთ ქვეყანაში გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სერტიფიცირების პროგრამები და ტრეინინგები ახალგაზრდული პოლიტიკის, პროექტის მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მიმართულებით;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

დაიბადა 1978 წლის 14 ნოემბერს ქ. თბილისში;

1996 წელს დაამთავრა ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა;

1996 – 1998 წლებში სწავლობდა სამედიცინო კოლეჯში „აიეტი“;

1998 - 2002  წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე;

2004 – 2005 წლებში სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბანკო საქმის და ფინანსების მიმართულებით;

2007 – 2008 წლებში სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მენეჯმენტის მიმართულებით;

2008 – 2009 წლებში სწავლობდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პოლიტიკურ სკოლაში;

2006 – 2008 წლებში მუშაობდა შპს „ბადაგში“ აღმასრულებელ დირექტორად;

2013 – 2015 წლებში იყო კომპანია „აი ემ ჯი დეველოპმენტის“ მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი;

2016- 2017 წლებში მუშაობდა კომპანია „ვილა რეზიდენსის“ მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელად;

2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სამგორის რაიონში ხელმძღვანელობდა გიორგი მოსიძის საარჩევნო შტაბს;

2017 წლის დასაწყისიდან ბოლო დრომდე მუშაობდა სამშენებლო კომპანია „ფლექსის“  მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელად;

2005 – 2012 წლებში გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სერტიფიცირების პროგრამები და ტრეინინგები. მათ შორის ნორვეგიაში, ლიტვაში, ბელგიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, გერმანიასა და იტალიაში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.