ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

ჯაბა ჯიშკარიანი

ჯაბა ჯიშკარიანი

მთაწმინდა

დაიბადა 1985 წლის 9 თებერვალს;

2002 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-20 საჯარო სკოლა;

2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით;

2016 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტში;

2002 წლიდან ეწევა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას: იყო პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ მთაწმინდის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე (2002-2003 წწ.), თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე (2004-2006 წწ.);

იმავდროულად სტაჟირებას გადიოდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, (ფრაქცია ახალი მემარჯვენეები - „ახლები“);

2006-2007 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი; 2007-2008 წლებში იყო ახალგაზრდული მოძრაობის - „ძალადობის წინააღმდეგ“ თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე;

2008-2010 წლებში იყო მოძრაობა „7 ნოემბრის“ თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე;

2011-2014 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ფრონტის“ თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე;

2014 წელს მუშაობდა შპს „ელიტსერვისი 2007“-ში კონსულტანტად პიარის საკითხებში;

2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი წევრი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“), ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და გარემოს დაცვის კომისიების წევრი;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.