ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

თამარ ტალიაშვილი

თამარ ტალიაშვილი

ნაძალადევი

დაიბადა 1978 წლის 13 დეკემბერს ქ. თბილისში;

1985- 1995 წლებში სწავლობდა თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში;

1995-2000 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე;

სადოქტორო კვლევით საქმიანობას ეწეოდა გერმანიაში, მაქს პლანკის ინოვაციისა და კონკურენციის ინსტიტუტში (Max Planck Institute for Innovation and Competition);

სწავლისა და კვლევის პერიოდში მიღებული აქვს სტიპენდიები და ჯილდოები: მაქს-პლანკის საზოგადოების სტიპენდია, პრეზიდენტის პრემია, ი. ჭავჭავაძის სახელობის პირველი ხარისხის სტიპენდია. ასევე, სწავლობდა დანიაში ორჰუსის უნივერსიტეტში (Aarhus Universitat), გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტსა (Universitat des Saarlandes) და ევროპის ინსტიტუტში (Europa Institut);

2012-2013 წლებში მუშაობდა შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე, 2014 წელს კი ეკავა შსს-ს აკადემიის პრორექტორის თანამდებობა;

სხვადასხვა დროს იყო: იურიდიული უზრუნველყოფის პროგრამის მენეჯერი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფისკალური რეფორმის პროექტში;

გერმანიის საერთშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ამიერკავკასიაში სამართლისა და მართლმსაჯულების რეფორმის პროექტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში;

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ექსპერტი;

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თანადამფუძნებელი. ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას და ჩართული იყო საერთაშორისო დავების წარმოებაში აშშ-ის წამყვან იურიდიულ ფირმებთან;

იყო ამერიკის იუსტიციის ასოციაციის (American Association for Justice) დელეგატი;

2011 წელს წარდგენილი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ნომინაციაზე - ქალები სამოქალაქო სამსახურში“;

აქვს აკადემიური, სამეცნერო-პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება: დღემდე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში (კავკასიის სამართლის სკოლის სრული პროფესორი), სხვადასხვა დროს ეკავა სამართლის სკოლის დეკანის თანამდებობა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა საერთაშორისო საავტორო სამართლის პროგრამას ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსიტეტის კერძო სამართლის კათედრის გამგედ;

2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად ბოლო პერიოდამდე ეკავა
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა. არჩეულია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად;

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.