ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

ვლადიმერ ძნელაძე

ვლადიმერ ძნელაძე

დიდუბე

დაიბადა 1970 წლის 16 თებერვალს ქ. თბილისში;

დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი ინსტიტუტის საგადასახადო და საბანკო საქმიანობის ფაკულტეტი. პროფესიით ეკონომისტია;

2014 წელს მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ხარისხი;

1991-1993 წლებში შავნაბადას ბატალიონთან ერთად მოხალისედ იყო ჩართული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარ მოქმედებებში;

შრომითი საქმიანობა 1995 წელს დაიწყო გარდაბნის საკონსერვო ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად, 2002 წელს კი ამ ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა;

2002-2003 წლებში მუშაობდა „საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში“ („ენერგოპრო“): იყო პროგნოზირებისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, გენერალური დირექტორის მოადგილე;

2003-2012 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება „თელასში“: იყო საერთო საკითხების დირექციის მომარაგების დეპარტამენტის უფროსი (2003-2007 წწ.), „მტკვარი-ენერგეტიკის“ მომარაგების განყოფილების უფროსი (2005-2012 წწ.), „ხრამი ჰესი 1“-ისა და „ხრამი ჰესი 2“-ის მატერიალურ- ტექნიკური ჯგუფის უფროსი მენეჯერი (2009-2012 წწ.), „თელასის“ ლოჯისტიკისა და სამეურნეო უზრუნველყოფის დირექტორი (2007-2012 წწ.);

2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი წევრი, ფრაქციის „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე;

ჰქონდა წარმატებული სპორტული კარიერა, იყო წყალბურთის პირველი ლიგის მოთამაშე. არის მესამე თანრიგის ალპინისტი და ცხენოსანთა კლუბის წევრი;

ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.