ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

შალვა ოგბაიძე

შალვა ოგბაიძე

გლდანი

დაიბადა 1959 წლის 6 ნოემბერს ქალაქ თბილისში;

1976 წელს დაამთავრა თბილისის 119-ე საშუალო სკოლა;

1981 წელს  დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით;

1981-1985 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში (თბური ძრავების სექტორი). არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი;

1998 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, არის სამართალმცოდნე, იურისტი;

1981-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში ჯერ ინჟინერის, შემდეგ კი უფროსი ინჟინრისა და მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე;

1985-1989 წლებში შეთავსებით მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საინჟინრო გრაფიკის კათედრის პედაგოგად;

1993-1995 წლებში იყო თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი, სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე;

1995-1997 წლებში ეკავა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორი) თანამდებობა მცხეთა-მთიანეთის მხარეში;

1997-2003 წლებში იყო სახელმწიფოს წარმომადგენელი სააქციო საზოგადოება „გერგეთში“, იმავე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

2002-2003 წლებში იყო თბილისის მეორე მოწვევის საკრებულოს წევრი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დროებითი კომისიის თავმჯდომარე, ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

2003-2004 წლებში ეკავა საქართველოს შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა;

2013-2014 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის სააგენტოს კონსულტანტი;

2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს უპარტიო წევრი;

2013 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს კონსულტანტი, 2015 წლიდან კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია;

1995 წელს დააფუძნა საქართველოს საავტომობილო ფედერაცია და დღემდე მისი პრეზიდენტია;

არის 25 სამეცნიერო სტატიის, 2 რაციონალიზატორული წინადადებისა და 3 გამოგონების ავტორი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი;

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.