ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

რიმა ბერაძე

რიმა ბერაძე

ჩუღურეთი

დაიბადა 1955 წლის 28 ოქტომბერს;

1977 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტიმაგისტრის ხარისხით;

1988 წელს დაამთავრა ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი;

1986-1988 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი საქართველოს ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში;

1977-1984 წლებში მუშაობდა ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოში ეკონომისტად, კადრების განყოფილების გამგედ;

1984-1985 წლებში იყო მშენებარე პანსიონატ „მთის ბროლის“ დირექტორი;

1992-1995 წლებში იყო ჯერ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, შემდეგ კი ქალაქის მერის პირველი მოადგილე;

1996-2005 საქართველოს პრეზიდენტის აპარატის დსთ-სა და „მშვიდობიანი კავკასიის“ განყოფილების უფროსი;

2005-2007 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციის აპარატის ადმინისტრაციის უფროსი;

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებსა და ტრენინგებში;

2012 წლის მარტიდან დღემდე არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე;

ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.