ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

ოთარ გრიგოლია

ოთარ გრიგოლია

გლდანი

დაიბადა 1985 წლის 22 ოქტომბერს;

2004 წელს დაამთავრა ქ. თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის 22–ე საშუალო სკოლა;

2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;

2014-2016 წლებში გაიარა კავკასიის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ტემპუსის საერთო სამაგისტრო პროგრამა შრომითი ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით;

2016 წელს გერმანიაში, მაგდებურგის ოტო ვან გიურიკეს უნივერსიტეტში მუშაობდა სამაგისტრო ნაშრომზე: „სოციალური დიალოგის ინსტიტუციური პატერნები საქართველოში. საქართველო და ევროკავშირი - შედარებითი პერსპექტივა“;

2009-2010 წლებში მუშაობდა შპს „მოლზ ჯგუფში“ ფინანსისტად;

2010 წელს ორგანიზაციაში - „საზოგადოება სოციალური თანასწორობისთვის“ იყო პროექტის მენეჯერი (დევნილების რესოციალიზაცია);

2011 წელს ეკავა დევიდ ლინჩის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა;

2013 წლიდან დღემდე „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ (პროექტი „პროგრესული იდეების სკოლა“) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;

2015-2017 წლებში იყო „საქართველოს მომავლის პროექტის“ ეკონომიკური პოლიტიკის ანალიტიკოსი;

2016 წლიდან დღემდე „სოლიდარობის ცენტრის“ თბილისის ოფისის მკვლევარი და პროექტების ხელმძღვანელია;

საქართველოსა და საზღვარგარეთ გავლილი აქვს სხვადასხვა სწავლება და ტრენინგკურსი;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე.