ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

მიხეილ ამაშუკელი

მიხეილ ამაშუკელი

ნაძალადევი

დაიბადა 1983 წლის 20 აგვისტოს;

2000 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 58-ე საჯარო სკოლა;

2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;

იმავე წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაასრულა ინგლისური ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი;

2000-2004 წლებში იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი;

2002-2006 წლებში იყო ახალი ეკონომიკური სკოლა „საქართველოს“ გამგეობის წევრი და პროექტების მენეჯერი;

2005 წელს უნგრეთში გაიარა რობერტ შუმანის ინსტიტუტში ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა;

2004-2009 იყო საქართველოს „ქუჩის კალათბურთის ასოციაციის“ დამფუძნებელი და გენერალური მდივანი;

2007-2011 წლებში მუშაობდა ევროკავკასიური უნივერსიტეტის არასასწავლო პროცესის მართვისა და ადმინისტრირების მენეჯერად;

2012-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში: იყო რეგიონული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (2012-2013 წწ.), ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (2013-2014 წწ.), „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ სპორტული პროგრამების სამსახურის უფროსი (2014-2015 წწ.);

2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს „კალათბურთის სამოყვარულო ლიგის“ დამფუძნებელი;

2015 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; საქართველოსა და უცხოეთში გავლილი აქვს დემოკრატიისა და ახალგაზრდა ლიდერთა სხვადასხვა სასწავლო კურსი და ტრენინგი;

2003 წლიდან ეწევა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას;

იყო ევროპის ახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაციებისა და ფორუმების წევრი;

2012 წლიდან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელია;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

ჰყავს ერთი შვილი.