ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატი

ლადო კახაძე

ლადო კახაძე

მთაწმინდა

 

·       დაიბადა 1953 წლის 28 ოქტომბერს.

·       1972 – 1978 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე.

·       1978 – 1979 წლებში მუშაობდა #1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმად.

·       1979 – 1981 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე კლინიკური ორდინატორი.

·       1981 – 1987 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიისა და სხივური დიაგნოსტიკის კათედრათა და ცენტრალური კლინიკური ლაბორატორიის ბაზაზე სტუდენტთა სასწავლო საკვლევი ბიუროს კურსის ხელმძღვანელად.

·       1987 – 1991 წლებში იყო რესპუბლიკური დიაგნოსტიკური ცენტრის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი.

·       1991 – 1993 წლებში მუშაობდა ექიმად სამედიცინო კომპანიაში „ოჯახი და ქორწინება“.

·       1993 – 1998 წლებში იკავებდა სამედიცინო ცენტრ „ლაფორტუნადოს“ პრეზიდენტის თანამდებობას.

·       1998 – 2002 წლებში იყო ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. ამავე პერიოდში საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტი.

·       2002 – 2006 წლებში მუშაობდა სამედიცინო ცენტრ „ლაფორტუნადოს“ კონსულტანტად.

·       2006 – 2012 წლებში იკავებდა სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“, „ჩემი ოჯახის კლინიკის“ კონსულტანტის პოზიციას.

·       2012 – 2015 წლებში იყო სამედიცინო კომპანია „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას“ კონსულტანტი.

·       2015 წლიდან მუშაობს კლინიკა „მზერას“ კონსულტანტად.

·       1995 წლიდან არის საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტი.

·       2002 წლიდან არის ღირსების ორდენის კავალერი.

·       2008 წლიდან არის საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარე.

·       2010 წლიდან გაერთიანებულია საქართველოს მწერალთა კავშირში და გამოცემული აქვს სამი კრებული.

·       2014 წლიდან იკავებს „განსაკუთრებული ჟურნალის“ ერთ-ერთი რედაქტორის პოზიციას.

·       2018 წლიდან არის „საქართველოს კრიმინოლოგიური აკადემიის“ საპატიო აკადემიკოსი.

·       2018 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

·       არის ერთი საავტორო უფლების და 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ასევე სადოქტორო დისერტაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

·       ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

 

·       ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.