ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

ქეთევან ჯოხაძე

ქეთევან ჯოხაძე

გლდანი

დაიბადა 1976 წლის 18 ივნისს;

1993 წელს დაამთავრა ქ.თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლა;

1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი;

2006 წელს დაამთავრა თბილისის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯი საბანკო საქმის სპეციალობით; საქართველოსა და უცხოეთში გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი და სასწავლო კურსი;

2001 - 2007 წლებში იყო საქართველოს კონსერვატიული პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

2004 - 2007 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრის თანაშემწე;

2007 – 2008 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ აპარატში;

2008 – 2012 წლებში იყო საქართველოს კონსერვატიული პარტიის აპარატის უფროსი;

2012 - 2014 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსი;

2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი;

2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს კონსერვატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე;

2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე;

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.