ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

გულია გოცირიძე

გულია გოცირიძე

გლდანი

დაიბადა 1960 წლის 5 იანვარს;

1977 წელს დაამთავრა მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერის საშუალო სკოლა;

1986 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი საბუღალტრო აღრიცხვისა და ეკონომისტის სპეციალობით;

1990 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი;

2006-2007 წლებში გაიარა „ლიდერ ქალთა“ სკოლა;

1982-1990 წლებში მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროს ტექნიკოსად;

1990-1996 წლებში ეკავა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროს უფროსი ეკონომისტის თანამდებობა;

1996-2004 წლებში იყო კონცერნ „საქავტოგზის“ კადრების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;

2004-2008 წლებში მუშაობდა თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად;

2008-2010 წლებში მუშაობდა კერძო სკოლაში „ოქროს ვერძი“ ისტორიის მასწავლებლად;

2010-2012 წლებში იყო ქალთა კლუბის „მომავალი“ საბჭოს თავმჯდომარე;

2012-2016 წლებში მუშაობდა შპს „კარიბჭის“ მენეჯერად;

2012 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი;

2016 წლიდან არჩეულია გლდანის რაიონის მაჟორიტარ წევრად თბილისის საკრებულოში;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.