ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატები

დავით ჭელიძე

დავით ჭელიძე

ნაძალადევი

დაიბადა 1966 წლის 22 იანვარს ქ. თბილისში;

1990 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, სპეციალობით - სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა;

1987-1991 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარაგბო გუნდის წევრი;

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, არის სამართალმცოდნე;

1992-1993 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მრჩეველი;

1988-1995 წლებში იყო „ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის" სტუდენტური კომიტეტის თავმჯდომარე, პარტიის ცენტრალური აპარატის უფროსი, პარტიის პოლიტიკური მდივნის მოადგილე, მთავარი კომიტეტის წევრი, მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი;

1989-1996 წლებში იყო ახალგაზრდული საზოგადოება „კლდეს” პრეზიდენტი;

1993-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი;

1995-1999 წლებში იყო სახალხო პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი;

1999-2012 წლებში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით;

2012-2016 წლებში „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ასრულებდა სხვადასხვა მოვალეობას:
ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (2012-2013 წწ.).
კრიზისჯგუფის ხელმძღვანელი ახმეტის საარჩევნო ოლქში (2013 წ.). ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე (2013-2014წ.) ნაძალადევის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე (2014-2016 წწ.). ნაძალადევის საარჩევნო შტაბის უფროსი (2016 წ.);

2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარი წევრი;

არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი;

ჰყავს ერთი შვილი.