ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

პარტიის შესახებ

მოქალაქეთა პოლიტიკური  გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ოფიციალურად 2012 წლის თებერვალში ქართველი ბიზნესმენისა და მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნდა. პარტიის თავმჯდომარეა გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი-  კახა კალაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი -ირაკლი კობახიძე.

 პარტიის აღმასრულებელი ორგანოა პარტიის პოლიტიკური საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის პარტიის თავმჯდომარე და  ყრილობის მიერ არჩეული 20 წევრი.

2016 წლის 14 მაისს პარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე განახლებული პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დამტკიცდა.

 

განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან:  კახა კალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური, ირაკლი კობახიძე, დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე.